მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დუშეთში N3 საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ბაღის რეაბილიტაცია დუშეთში

დუშეთში N3 საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ეზოს კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი. მათ შორის ელექტროგაყვანილობის, იატაკის, სახურავის, კიბეების, შიდა სანტექნიკის რეაბილიტაცია, ეზოს კეთილმოწყობა, საბავშვო კონსტრუქციების მონტაჟი და სხვა.

დუშეთის N3 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე. მხარის პირველი პირი მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაურთან ერთად გაეცნო.

„ჩვენს რეგიონში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორისაა დუშეთის N3 საბავშვო ბაღი, რომლის რეაბილიტაციაც ოქტომბრის თვეში დასრულდება.

პროექტს დუშეთის მუნიციპალიტეტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, კერძოდ, რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. ბაღი 180-მდე ბავშვზეა გათვლილი და მიხარია, რომ ჩვენს პატარებს გაუმჯობესებულ გარემოში შეეძლებათ ყოფნა“, - განაცხადა დავით ნოზაძემ.

ცნობისათვის, აღნიშნული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 700 000 ლარს აღემატება.