მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ძაღლის ალიკაპის გარეშე ყოლა, ველობილიკზე სიარული - აკრძალვები ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ვიზიტორებისთვის აკრძალვების სიას აქვეყნებს.

„ძვირფასო ვიზიტორებო, ბულვარის სრულ ტერიტორიაზე მოქმედებს სხვადასხვა სახის საჯარიმო სანქციები.
გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაემორჩილოთ აღნიშნულ რეგულაციებს“, - ნათქვამია ბულვარის განცხადებაში.

ბულვარის ტერიტორიაზე მოქმედი აკრძალვები:

❌ 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანება იწვევს პირის დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით

❌ მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა მსგავსი მოძრავი საშუალებებით გადაადგილება ველობილიკის მიღმა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარით, განმეორებით შემთხვევაში 50 ლარი.

❌ ველობილიკზე ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია!

❌ ელექტრომობილით, მოტოციკლითა და კვადროციკლით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილება აკრძალულია (დასაშვებია დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის მიმართულებით)

❌ ძაღლის ალიკაპის გარეშე ყოლა გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.