მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ძლიერი წვიმის გამო რაჭაში 12 სოფელი გარესამყაროს მოწყდა

რაჭის მუნიციპალიტეტი

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში მდინარე ლათქიშორა ადიდდა, რამაც სოფელ ღებთან მისასვლელი გზა დატბორა.

ონის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ჩაკვაიძის თქმით, წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დატბორილი არ არის.

„ძალიან ცუდი ხილვადობა იყო ახლა ვიყავით სოფელ ღებში. არ ჩანს კარგად, სავარაუდოდ შეიძლება იყოს სათესი-საბარგულები, ასევე შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანებული, ამის შესახებაც ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან მდინარე ძალიან ადიდებულია და არ ჩანს ბევრი ადგილი. ღების შესასვლელი გზა არის დაკეტილი. ჩვენი ინფორმაციით მოსახლეობასთან წყალი არ შესულა“, - აღნიშნა „ფორმულას“ ეთერში მერის მოვალეობის შემსრულებელმა.