მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ძლიერმა წვიმამ და ქარმა კახეთში მრავალწლოვანი ხეები წააქცია

სტიქია კახეთში

სტიქიამ პრობლემები შეუქმნა კახეთის მუნიციპალიტეტს. დაზიანებულია გზები, წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები, ზოგიერთ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ქარმა ლაგოდეხში, რუსთაველის ქუჩაზე ნაძვის და კაკლის ხეები მოგლიჯა, ასევე სოფელ ლაფანყურთან მრავალწლოვანი ხეები წააქცია.

სტიქიამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც, სოფლის მოსახლეობის ნაწილს, ელექტროენერგია არ მიეწოდება. წვიმის შედეგად, დაიტბორა ქალაქ თელავში გზების ნაწილი და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზოც.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, აცხადებენ, რომ წაქცეული ხეებისგან გზების გაწმენდისა და სოფელ ლაფანყურში ელექტროგადამცემი ხაზების აღსადგენი სამუშაოები, ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

დაზიანებულია ერთი ავტომობილი და ელექტროსადენები. ლაგოდეხის მერის მოადგილე იოსებ ვარდიაშვილი ამბობს, რომ ქარმა სხვადასხვა ადგილზე ძირითადად დააზიანა ელექტროსადენები და ამ დროისთვის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

იხილეთ აგრეთვე:

📣სტიქიამ ზუგდიდში პრობლემები შექმნა - მერიის სამსახურები ადგილზე მუშაობენ

📣სტიქია დასავლეთ საქართველოში - წაღებულია გზები (ვიდეო)

📣წყალდიდობა ბათუმში (ფოტო-ვიდეო კოლაჟი)