რეგიონი

გარდაბანში ხუთი სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გარდაბანში ხუთი სოფლის
უწყვეტი
წყალმომარაგებისთვის
სამუშაოები აქტიურად
მიმდინარეობს
1623149216
დაკოპირებულია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების - ნორიოს, ვაზიანის, მარტყოფის, ახალსამგორისა და ახალსოფლის წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი ხორციელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„გარდაბნის ხუთ სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მიმდინარეობს საკმაოდ მასშტაბური პროექტი. მშენებლობები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაკვეთით ხორციელდება.

ეს პროექტი გაყოფილია სამ ფაზად, პირველი ფაზა უკვე დავასრულეთ, დასრულების ეტაპზეა მეორე ფაზა.

ძალიან მალე კი დაიწყება სამუშაოების მესამე ეტაპი, რომლის დასრულების შედეგად, 30 ათასი ადამიანი, მიიღებს უწყვეტ, ხარისხიან წყალმომარაგებას“- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ.

მათივე ცნობით, მესამე ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებს შიდა სასოფლო ქსელებისა და ახალი წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობას.

პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული სოფლები ათეული წლების შემდეგ პირველად შეძლებენ 24 საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობას.

ავსტალიის მოქალაქე შანაი
ბრუკი თბილისში
გარდაცვლილი იპოვეს

შსს ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებაზე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე , 31 წლის შანაი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ავრცელებს.

1627744552

საფრანგეთის დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით 150 ათასამდე ადამიანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ისინი ე.წ „ჯანმრთელობის საშვს" აპროტესტებენ. ამის შესახებ france24.com იუწყება.

1627743626

„ამ შარლ მიშელმა პილატესავით დაიბანა ხელი, არაფრის მთელი განცხადებები გააკეთა და წავიდა ევროპაში. რას ნიშნავს ეს?“, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

1627738388
ფასიანი მომსახურება
სოჭის პლაჟზე

სოჭის პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია (ვიდ...

სოჭის კერძო პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია. პლაჟზე შესაბამისი ინფორმაციაა გამოქვეყნებული, სადაც სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად „წყალზე სამაშველო ოპერაციის“ ფასიც არის მითითებული. ის 800 რუსულ რუბლს (34 ლარს) შეადგენს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

1627729488
„დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთში მასობ...

მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასია...

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.