მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გარდაბანში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და „ქალთა ოთახის“ ჩართულობით ვაქცინაციის პროცესში ამჯერად, სოფელ ახალი სამგორის მოსახლეობა ჩაერთო.

„მე ავიცერი, აიცერი შენც“ კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ჩართვა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილობრივების ვაქცინაციის პუნქტამდე ტრანსპორტირებას გარდაბნის მერია უზრუნველყოფს.