მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ხანიშვილი იმერეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო

გიორგი ხანიშვილი იმერეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები შეაჯამეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

ამავე ცნობით, შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღინიშნა, რომ საკოორდინაციო მართვის ცენტრის მიერ გატარებული აქტიური ღონისძიებების შედეგად, ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი იმერეთის რეგიონში წარმატებული იყო. მინიმუმამდე შემცირდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება.

მიმდინარე ღონისძიებების განხილვისას, ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობასა და წლის ამ პერიოდში მავნებლის განადგურების მექანიკური მეთოდების გამოყენების საჭიროებაზე.

მიმდინარე წელს, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებსა და აჭარაში, ცივი შესხურების მეთოდით დამუშავდა 35 ათას ჰექტარზე მეტი სოფლების ტერიტორია, 22 ათას ჰექტარზე მეტი სიმინდის მასივი და ჯაგნარი, 100 ჰექტრამდე ტყის პერიმეტრი.

თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა 70 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი, განთავსდა 5000-ზე მეტი ფერომონიანი დამჭერი და 40 000-ზე მეტი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.