მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გუმათში რიონის ხეობის მცველებმა რკინის ჯებირების გადალახვა სცადეს (ვიდეო)

ვითარება გუმათში

სოფელ გუმათში რიონის ხეობის მცველებმა რკინის ბარიკადების გადალახვა და „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ადგილზე გადასვლა სცადეს. აქტივისტებს პოლიციელებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რასაც ადგილზე შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

პროტესტის მონაწილეების განცხადებით, რკინის ბარიკადები სამართალდამცველებმა უკანონოდ აღმართეს და მათ გადაადგილებას ხელი არასამართლიანად ეშლება.

ამ დროისთვის ვითარება შედარებით სტაბილურია და რიონის ხეობის მცველები პროტესტს რკინის კონსტრუქციებზე ხელის დარტყმით გამოხატავენ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები კვლავ განმარტავენ, რომ პროტესტი გრძელვადიანია და იქამდე გასტანს, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

👉 ინფორმაციისთვის, რიონის ხეობის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ ხმაური და დაპირისპირება - გუმათში „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

⭕ „პროტესტი არსებობს ხალხში, რომელსაც ვარლამ გოლეთიანი ახმოვანებს“ - გია ხუხაშვილი

⭕ „ნამახვანჰესი“ ერთ-ერთი ყველაზე მეტად შესწავლილი პროექტია საქართველოში“ - შალვა პაპუაშვილი