მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გუშაგები სახელმწიფოს შეთავაზებული პროტესტის ალტერნატიულ მდებარეობებს განიხილავენ

იმერეთის მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, „რიონის ხეობის მცველი“ ვარლამ გოლეთიანი

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს გუმათის დასახლებაში შეხვდა.

სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, სახელმწიფომ პროტესტის მონაწილეებს სოფელ ნამოხვანში პროტესტის გადასატანად 13 ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზა.

მისივე ინფორმაციით, გუშინ ევროკავშირის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე ეს ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო.

აქციის ორგანიზატორები ხვალ მათთვის შეთავაზებულ ადგილებს მოინახულებენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიმე ლოკაციაზე კარვების გაშლასთან დაკავშირებით.

მათი მოთხოვნა თავდაპირველი პროტესტის ადგილზე დაბრუნებაზე იყო, თუმცა ზვიად შალამბერიძის განმარტებით, აღნიშნული მიწა კომპანიის სახელზეა რეგისტრირებული და ამ საკითხზე დავა მიმდინარეობს.