რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი გახსნა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი
1623252921
დაკოპირებულია

„დღეს ჩვენ გავხსენით ქუთაისის ახალი ტერმინალი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ქუთაისის აეროპორტმა დაამტკიცა, რომ გახსნის დღიდან არის ძალიან წარმატებული“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახალი ტერმინალი არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ის 6-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე პირველი ტერმინალი.

პრემიერის თქმით, ეს საშუალებას იძლევა, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს მგზავრთა ნაკადი.

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს ჩვენ გავხსენით ქუთაისის ახალი ტერმინალი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის. ქუთაისის აეროპორტმა დაამტკიცა, რომ გახსნის დღიდან არის ძალიან წარმატებული.

ქუთაისის აეროპორტი 2019 წელს აღიარებული იქნა ყველაზე მზარდი და განვითარებადი აეროპორტი მთელი ევროპის მასშტაბით, კერძოდ, იგი არის მეორე ადგილზე. შესაბამისად, ჩვენმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე წლის წინ, რომ აგვეშენებინა ახალი ტერმინალი, რომელიც, როგორც ხედავთ, არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. ის 6-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე იყო პირველი ტერმინალი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ მგზავრთა ნაკადი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ავიამიმოსვლა განახლებულია და დაახლოებით 50%-ზე მეტი ავიაკომპანია უკვე დაბრუნდა საქართველოში.

„ჩვენთვის მთავარი გამოწვევა ახლა არის პანდემიიდან ჩვენი ქვეყნის დროულად გამოსვლა, მეტი სამუშაო ადგილების შექმნა და მეტი კეთილდღეობა ჩვენი მოსახლეობისთვის. ტურიზმი ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი და გენერატორი იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების თვალსაზრისით. შესაბამისად, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს ეს სექტორი.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ავიამიმოსვლა განახლებულია. დაახლოებით 50%-ზე მეტი უკვე დაბრუნდა საქართველოში, სიხშირეების 55%-ზე მეტი აღდგენილია, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს რომ ძალიან მალე აღდგება აღნიშნული სექტორიც. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ვულოცავ აეროპორტების გაერთიანების დირექტორს და მის თანამშრომლებს, ეკონომიკის მინისტრს, ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ქუთაისის აეროპორტი საქართველოში სიდიდით მეორე საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც საშუალოდ წლიურად უპრეცედენტო - 35%-იანი ზრდით გამოირჩევა. განახლებული აეროპორტის ტერმინალის ფართობი დაახლოებით 6-ჯერ აღემატება ძველი ტერმინალის ფართობს და ჯამურად 30,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. აეროპორტს 7 გასასვლელი აქვს და მისი წლიური გამტარუნარიანობა, მკვეთრად გამოხატული პიკური დატვირთვების პირობებშიც კი 2,500,000 მგზავრზე მეტი იქნება.

გარდა თანამედროვე და მსოფლიოში აღიარებული დიზაინისა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის სრულად ავტომატიზებული ბარგის დახარისხების სისტემით, რომელიც პოლონურმა კომპანია DIMARK-მა სპეციალურად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის დააპროექტა და რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს.

პუტინი ბრიფინგზე

„არანაირი მტრული განწყობა არ გვქონია“ -...

„დისკუსია იყო ძალიან კონსტრუქციული“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯიპას პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე ჟენევაში თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების პირისპირ შეხვედრას გამოეხმაურა.

1623869223

თბილისში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან კაცი გადახტა.

1623867625

„თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძე დედაენის განახლებული ბაღის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

1623866305
თბილისის მერი კახა კალაძე,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის...

დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაასრულეს.

საქართველო ყველაზე ცუდ საგანმანათლებლო ს...

მნიშვნელოვანი როლი უკავია განათლებას ადამიანთა ცხოვრებაში. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აქვთ კარგად განვითარებული საგანმანათლებლო სისტემები და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები, რაც ეხმარება ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიიღონ უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოები და ცხოვრების დონის უკეთესი მაჩვენებელი აქვთ.

„საკითხს გაკვრით შევეხეთ, აქ არაფერია გა...

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში არსებულ ვითარებასა და „მინსკის შეთანხმების“ შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

18 ივნისს ჯივიპი გურამიშვილის გამზირზე ა...

18 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორზე და საკვანძო ჭაზე.