მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი „შუქრუთი +“ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯიან მანგანეზი 22ე

ჭიათურაში, ვაკე-ტყე ოთხის მაღაროზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, მიწისქვეშა დამხმარე მტვირთავის მემანქანე 46 წლის კობა ჩაფიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „შუქრუთი +“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევა 24 აგვისტოს „ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი ფირმის „შუქრუთი +“-ის ობიექტზე მოხდა.

„დაშავებული საჩხერის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ორი ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა, მედიკოსების განმარტებით, ინციდენტის დროს მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და პაციენტი 26 აგვისტოს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მომხდარზე ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს, რომელიც პაციენტისთვის მიყენებულ ზიანზე ექსპერტიზას ჩაატარებს. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში.

კომპანია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ქვეკონტრაქტორი ფირმის ობიექტზე მომხდარის გამო და დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

შემთხვევის შედეგად, მიწისქვეშა დამხმარე მტვირთავის მემანქანე 46 წლის კობა ჩაფიძე გარდაიცვალა“, - აღნიშნულია განცხადებაში.