რეგიონი

ქალაქ ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

ბოლნიშNი განატლების
ცენტრი ოფიციალურად
გაიხსნა
1634024711
დაკოპირებულია

DVV International-ის დაფინანსებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ცენტრი შეიქმნა. ცენტრი ოფიციალურად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ კნირშმა და DVV International-ის დირექტორის მოადგილემ უვე გარტენშლეგერმა გახსნეს.

ცენტრის გახსნას DVV International-ის რეგიონული კოორდინატორი ბეტინა ბრანდტი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, მეორე ვადით არჩეული ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ. სტუმრები ცენტრში არსებული კურსების სასწავლო პროცესს ადგილზე გაეცნენ და მსმენელებს გაესაუბრნენ.

ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის კონცეფცია გერმანულ მოდელს ეყრდნობა და ის მსმენელებს 15 სხვადასხვა სასწავლო კურსს სთავაზობს. ცენტრი ასევე 2 კლუბს, ახალგაზრდულ მიმართულებასა და სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრსაც აერთიანებს. ზრდასრულთა განათლების ცენტრმა მსმენელების მიღება რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

მსგავსი ცენტრები წარმატებით ფუნქციონირებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელთა მიზანიც არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და განვითარებაა.

აღსანიშნავია, რომ ცენტრის გახსნის ცერემონიალის ბოლოს, კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

„ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის შედეგად, ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება. ცენტრი ახლა უკვე ოფიციალურად გაიხსნა. მინდა ამ პროექტის ინიციატორებსა და DVV International-ს დიდი მადლობა გადავუხადო. ზრდასრულთა განათლების ცენტრში ჩვენი მოქალაქეები სხვადასხვა პროფესიის დაუფლებას შეძლებენ, რაც ვფიქრობ, მუნიციპალიტეტში დასაქმების სფეროს კიდევ უფრო მეტად კონკურენტულს გახდის. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცენტრის კონცეფცია გერმანულ მოდელს ეყრდნობა, რაც ხარისხიან სასწავლო პროგრამებს განაპირობებს. ზრდასრულთა განათლების ცენტრს წარმატებებს ვუსურვებ, ბოლნისის მუნიციპალიტეტი ცენტრის საქმიანობას ყოველთვის აქტიურად დაუჭერს მხარს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

1635316080

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ვინოგრაფი“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა.

1635312899

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.

1635312254
ჩინეთში ფრინველის გრიპით
ინფიცირების შემთხვევები
იზრდება

ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემთხვევ...

„ჩინეთში ადამიანების ფრინველის გრიპით ინფიცირების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების წარმოქმნის რისკებზე მიანიშნებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მომხრე ვარ, საქართველოში მოხდეს კონსტიტ...

„მომხრე ვარ საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება, რომელიც კონვენციით ჩვენი მონიჭებული უფლებაა“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან განაცხადა.

იოსებ ხახალეიშვილი: მინდა, ბატონ პაატა ბ...

მინდა, ბატონ პაატა ბურჭულაძეს მოვუწოდო, არ შეჰფერის თქვენი დონის ხელოვანს ასეთი იაფფასიანი ტრიუკები და ნუ აჰყვებით იმ თქვენი ფავორიტის თემებს, ვის მხარდასაჭერადაც ჩამობრძანდით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

იოსებ ხახალეიშვილი: ჩემთვის არ იყო ცნობი...

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, რომ გუშინ, რუსთავის ციხესთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართული აქციის შესახებ ინფორმირებული არ იყო და არც აქციის მონაწილეებს იცნობს.