მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქედაში ვაქცინაციის პროცესში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები ჩაერთვნენ

ქედაში ვაქცინაციის პროცესში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები ჩაერთვნენ

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფლად ვაქცინაციის პროცესში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები ჩაერთვნენ, რომლებიც კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის მნიშვნელობაზე სოფლებში აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ეწევიან, - ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის ცნობით, სოფლად ვაქცინაცია აჭარის რეგიონის ყველა თემის სამედიცინო პუნქტსა და ამბულატორიაში წინასწარ დაგეგმილ დღეებში იმართება, რომელსაც სოფლის ექიმთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან ერთად ორგანიზებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები უწევენ.

28 ოქტომბერს, კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია შემდეგ სოფლებში გაიმართება: გუნდაური, ტაკიძეები, უჩხითი, აგარა, ახო, ჩეტკიძეები, ტიბეთა, კანტაური.