მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქედის სასპორტო სკოლაში გოგონათა სექცია ფეხბურთში პირველად გაიხსნა

ქედაში ფეხბურთს გოგონათა გუნდიც ითამაშებს

ა(ა)იპ ქედის სასპორტო სკოლაში გოგონათა სექცია ფეხბურთში პირველად გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გუნდი უკვე ჩამოყალიბდა და აქტიურად მიმდინარეობს საწვრთნელი ვარჯიშები.

სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ მუნიციპალიტეტში გოგონათა დაინტერესება სპორტის ამ სახეობაში მაღალია და მალე, გულშემატკივრებს ექნებათ შესაძლებლობა შეჯიბრებებსა და ფესტივალებზე უგულშემატკივრონ.

ცნობისთვის, ქედა, ბათუმის შემდეგ, რეგიონში მეორე მუნიციპალიტეტია, გოგონათა ფეხბურთის გუნდი რომ ჩამოყალიბდა.