მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხელვაჩაურსა და ქობულეთში ძირითად მიმართულებებზე გზების გაწმენდა დასრულდა, დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაო პროცესი გრძელდება

აჭარა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკის ინტენსიური მუშაობის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ძირითად მიმართულებებზე გზების გაწმენდა დასრულდა, დარჩენილ მონაკვეთებზე კი გრძელდება.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში უკვე გაიწმინდა შემდეგი მიმართულებები: ჩაქვი - ხალა - ჩაქვისთავი, ქობულეთი - ჭახათი - ცხემლვანა, ჩაისუბანი - ბათუმის წყალსაცავის ნაგებობა, სოფელი ქობულეთი - ვერულიძეები, სოფელი ქობულეთი მახარაძეები.

ამ ეტაპზე 12 მიმართულებით მიმდინარეობს სამუშაოები. დარჩენილი მონაკვეთების გაწმენდა ეტაპობრივად დასრულდება.