მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხმაური სოფელ გუმათში - მცველების ნაწილი ხეობაში მოხვედრას ტყის ბილიკით შეეცადა (ვიდეო)

ხმაური სოფელ გუმათში - მცველების ნაწილი ხეობაში მოხვედრას ტყის ბილიკით შეეცადა

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა ნაწილმა ჰესის მშენებლობის ადგილას, რკინის ბარიკადების მეორე მხარეს გადასვლა სცადა, თუმცა პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცათ.

რიონის ხეობის მცველების ნაწილი ხეობაში მოხვედრას ტყის ბილიკით შეეცადა, რის შემდეგაც მათ პოლიცია ტყეში დაედევნა.

ადგილზე მცირე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ ისინი ტერიტორიიდან გაიყვანა.

ამ წუთებში, გუმათში ხალხმრავლობაა და აქტივისტები, რკინის ჯებირებს ხელებს ურტყამენ და ამ ფორმით პროტესტს გამოხატავენ.