მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქობულეთში მორიგი საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

მორიგი საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორიგი საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში ხუცუბანი-ნაკაიძეები-ირემაძეების და ხუცუბანი-ირემაძეების საავტომობილო გზების 1800 მეტრ მონაკვეთზე ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა დასრულდა და ასფალტბეტონის საფარის მეორე ფენის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული გზა დაუკავშირდება ქობულეთი-ჭახათი ცხემვლანა საავტომობილო გზას და რეაბილიტირებული გზით 100 ადგილობრივი ოჯახი შეძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.