მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ერთი მგზავრი მძიმედ დაშავდა

ავარია ქუთაისში

ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან ბორდიულზე გადავიდა, საბურავი გაუსკდა და ბოძს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი ორი მგზავრიდან ერთი მძიმედ, მეორე კი, შედარებით მსუბუქად დაშავდა.

დაშავებულები ახალგაზრდა მამაკაცები არიან. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ისინი სამსახურიდან შინ, ღამის ცვლიდან ბრუნდებოდნენ.

ადგილზე საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იმყოფებოდნენ.