მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლანჩხუთში სადრენაჟე სისტემები წესრიგდება

ლანჩხუთში სადრენაჟე სისტემები წესრიგდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.

სამინისტროს ცნობით, ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან ჯამში 5,1 კმ სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის შემკრები და კოლექტორული არხები იწმინდება.

მათი თქმით, სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 50 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს.

დამშრობ ქსელზე სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს.