მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიკანში ორი მიკროავტობუსის შეჯახებისას 10 ადამიანი დაშავდა

არ გადაკვეთო

ბორჯომის მუნიციპლაიტეტში, ლიკანში ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 10 ადამიანი.

როგორც ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-ს სინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.