რეგიონი

ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით გეოლოგიური კვლევა მიმდინარეობს

ლისი-მუხათწყაროს
მონაკვეთი
1632225960
დაკოპირებულია

ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით გეოლოგიური კვლევა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ უკვე შეირჩა კომპანია, რომლის სპეციალისტებიც, გერმანელ პარტნიორებთან ერთად, უახლოეს დღეებში პროექტირებას დაიწყებენ. ამის პარალელურად განახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას, მათ შორის შემაჩერებელ-გასამაგრებელ სამუშაოებს.

ლისი-მუხათწყაროს გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იმყოფებოდა მხარის რწმუნებული დავით ნოზაძე. იგი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან ერთად, დაგეგმილ სამუშაოებს დეტალურად გაეცნო.

„მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ლისი-მუხათწყაროს გზის მიმდებარედ მეწყრული პროცესები განვითარდა, რამაც ტყის მასივის ჩამოშლა გამოიწვია. სპეციალისტების რეკომენდაციით, აღნიშნული მონაკვეთი ჩაიკეტა, შესაბამისად, საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდა.

ამის შემდეგ ჩვენ მიერ და ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან მიმდინარეობდა შესაბამისი კომპანიის მოძიება, რომელიც განახორციელებდა საჭირო სამუშაოებს. დღეს ასეთი კომპანია უკვე შერჩეულია, გაფორმებულია ხელშეკრულება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევა, რის შემდეგაც დაიწყებენ პროექტირებას. საქმეში ჩართულები იქნებიან სპეციალისტები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კომპანია პროექტირებას გერმანელ პარტნიორებთან ერთად განახორციელებს. პროექტირების დასრულების შემდგომ კი აქტიურ ფაზაში დაიწყება ყველა საჭირო სამუშაოს ჩატარება“, - აღნიშნა დავით ნოზაძემ.

ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე, სადაც ზაფხულში მეწყრული პროცესები განვითარდა, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ასევე იმყოფებოდა გერმანელი სპეციალისტი პიტერ ნეიმანიც.

„კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ შემოგვთავაზა, რომ პრობლემის გადასაჭრელად ერთად გვემუშავა. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია შევისწავლოთ ქანების გეოლოგია და სტაბილიზაცია. ასევე, სტრუქტურა, რათა უკეთესად შევძლოთ მთის გამყარება. აღნიშნული სამუშაოები იქნება გზის სტაბილურობის გარანტი.

შედეგის მისაღებად სწორედ შემოთავაზებული კვლევაა საჭირო. კოლეგებთან ერთად არაერთხელ ვისაუბრე, თუ როგორ უნდა გადავჭრათ პრობლემა. როგორც ვიცით, გეოლოგია რეგიონში რთულია. ჩვენი მიზანია შევაჩეროთ მთის ჩამოშლა. ვფიქრობ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მიერ დასახული გეგმა კარგად იმუშავებს“,- აღნიშნა პიტერ ნეიმანმა.

ცნობისათვის, კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ დაახლოებით 6 თვის განმავლობაში სამუშაოებს სრულად დაასრულებს, რის შემდეგაც ლისი-მუხათწყაროს აღნიშნული მონაკვეთი გაიხსნება და მოსახლეობას უსაფრთხო გადაადგილება შეეძლება.

სახალხო დამცველი

„ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდ...

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხელისუფლება პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„არ მაინტერესებს ოპონენტის გეგმები, ჩემთვის მნიშვნელოვანია თბილისელებს ავუხსნა, როგორ ვგეგმავ თბილისის განვითარებას. ხვალიდან დავიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1634487065

„სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

1634486513

პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე საყოველთაო შერიგების იდეასთან დაკავშირებით ისაუბრა.

1634485859

პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტს აფასებს.

1634482770
დაპირისპირება ეთერში

„შენ, ნიკა მელიამ და სააკაშვილმა დათხარეთ თვა...

ჟურნალისტმა ირაკლი წულაიამ სატელევიზიო ეთერში „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა და 20 ივნისის მოვლენებში მთავარ დამნაშავედ მოიხსენია.

გიორგი ხანიშვილი იმერეთში აზიურ ფაროსანა...

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები შეაჯამეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გადაწყვეტილები...

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფ...

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.