რეგიონი

მარნეულში არასამთავრობო ორგანიზაცია „შალომ კლუბი ქვემო ქართლის“ პრეზენტაცია გაიმართა

მარნეული
1623345596
დაკოპირებულია

10 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „შალომ კლუბ ქვემო ქართლი“-ის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ისრაელის საელჩოს და ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს MASHAV -ის მხარდაჭერით განხორციელდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, „შალომ კლუბი“-ის (Shalom Club) ქსელი არის MASHAV-ის პროგრამის კურსდამთავრებულთა გაერთიანება, რომლის მიზანია ისრაელის თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელება-დანერგვა და ცოდნის გაზიარება.

„ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რწმუნებულის მოადგილე - კახა კობერიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე, მერის მოადგილეები კენან ომაროვი და როინ დეკანოიძე, „შალომ კლუბი ქვემო ქართლი“-ის ხელმძღვანელი ირმა დავაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.

მარნეულში სპეციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა საქართველოში ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი, რან გიდორი და საელჩოს წარმომადგენლები.

მოგახსენებთ, რომ ახლად დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტით გათვალისწინებული აქტივობა განახორციელა, რომლის ფარგლებშიც მარნეულის მუნიციპალიტეტის 40 სკოლას საჩუქრად პლანშეტები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ, ჯანდარის საჯარო სკოლის ახლად აშენებული და კოლეჯი „მოდუსი“-ის მარნეულის ფილიალის ახლად აშენებული შენობები მოინახულა. ასევე, ისრაელის ელჩი იმყოფებოდა მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში და იმირის გადაჭრილ გორაზე“- აღნიშნულია მარნეულის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაეროს გენერალური
მდივნის მრჩეველი
ჯანდაცვის საკითხებში
 პროფესორი, გიორგი
ფხაკაძე - Pia.ge

გიორგი ფხაკაძე: ეპიდაფეთქება წელსაც ბათუ...

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეპიდაფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, თუმცა ვითარება, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მწვავე იქნება.

1624190431

ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოპედით მოძრაობდა.

1624211716

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ვარცელებს.

1624210667

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

1624207740

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ეხმაურება.

1624203013
ელენე ხოშტარია აქციაზე

ელენე ხოშტარია: 20 ივნისს საზოგადოებამ ჩააბარ...

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 20 ივნისს დაზარალებულთა სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა (ფ...

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სოზარ სუბარი: ქვეყნის განვითარების 10 წლ...

„ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს - განათლების რეფორმას, ჯანდაცვას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სივრცით მოწყობას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას და სხვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.

1624188258
„ზაფხულია და ყველას გვინდა თავისუფლება,...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები კვლავ საყურადღებო რჩება.