მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს

მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან და პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატთან, ზაურ დარგალთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ქ. მარნეულის №1 საბავშვო ბაღის არსებული შენობის რეაბილიტაციის პროცესი მოინახულეს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 1 362 230 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მოხდება, როგორც გარე, ისე შიდა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.

მათივე თქმით, შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ბაღი განკუთვნილი იქნება 7 ჯგუფზე, 210 აღსაზრდელზე.

ასევე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სოფელ საიმერლოში მიმდინარე შიდა გზების მოასფალტების პროცესს გაეცნენ და ახლად დასრულებული სკვერი მოინახულეს.

მოგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში სოფელ საიმერლოში მოასფალტდება ხუთი ქუჩა საერთო სიგრძით 1 740 მეტრი, რომლის ღირბულებაც 590 972 ლარს შეადგენს, ხოლო საიმერლოს ახლადრეაბილიტირებული სკვერის ღირებულება 84 392 ლარია.