რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს

ვაქცინაციის პროცესი
1627728229
დაკოპირებულია

მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვაქცინაციის ჩასატარებლად მისულ მოქალაქეებს იმუნიზაციის ორ კაბინეტში შეუფერხებლად შეუძლიათ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება.

კლინიკაში მობილიზებულია სამი ამცრელი ბრიგადა. საყოველთაო აცრის პროცესს ადგილზე გაეცნო მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მაცაცო ნარიმანიძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი.

საყოველთაო აცრის დღეს, კოვიდის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინა სინოფარმით აიცრნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები, მერიის წარმომადგენლები და სამედიცინო სფეროს მუშაკები.

მნიშვნელოვანია, რომ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, აცრის სურვილის შემთხვევაში, უფასო ტრანსპორტი ემსახურება.

„ჩვენი მოსახლეობა ვაქცინაციის პროცესში აქტიურად არის ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ ახლა არასამუშაო დღეა, მოსახლეობის დინება ძალიან დიდია. აცრა და დისტანცია პანდემიის დასამარცხებლად ერთადერთი გზაა, სხვა შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთ ჩაკეტვას ვერ გაუძლებს.

გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მიერ უკვე ხორციელდება უფასო ტრანსპორტირება იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც ვაქცინაციის სურვილი აქვს. მაქსიმალური ხელშეწყობაა სახელმწიფოსა და ყველა იმ ჰოსპიტლის მხრიდან, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს. არ არის აუცილებელი პირველადი რეგისტრაცია, შესაძლებელია ადგილზე რეგისტრაციაც.

ასე რომ, მზად ვართ. მოდით, ყველანი ერთად ავიცრათ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, დავამარცხოთ პანდემია, რაც მთავარია, გავხსნათ საზღვრები და გაძლიერდეს ჩვენი ეკონომიკა“, - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მაცაცო ნარიმანიძემ.

აღსანიშნავია, რომ 2 აგვისტოდან დუშეთის მუნიციპალიტეტში მოქალაქეები აცრას ფაიზერის ვაქცინითაც შეძლებენ.ამჟამად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სულ 5 ამცრელი პუნქტია. მათ შორის 2 მცხეთაში, 1 დუშეთში, 1 თიანეთში და 1 სტეფანწმინდაში.

ფოთისა და ხობის
მიტროპოლიტი გრიგოლი

„ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წი...

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მოსმენებსა და აღნიშნულ ჩანაწერებს სახელმწიფოებრიობის წინაშე დანაშაული უწოდა.

მმართველი გუნდიდან თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632047638

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სამონაზვნო და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა, - ამის შესახებ მან წირვის შემდეგ, ქადაგების დროს, მრევლს განუცხადა.

1632046182

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეგრეთ წოდებული კრებსების თემაზე ისაუბრა.

1632042978

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

1632041313
გიორგი ტყემალაძე
მოსახლეობასთან
შეხვედრებს განაგრძობს

გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს გა...

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632033526
43 გარდაცვალება, 1 501 ინფიცირება, 1 954...

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 43 ადამიანი, ხოლო 1 954 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

ავღანეთში აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლ...

ავღანეთის აღმოსავლეთ ქალაქ ჯალალაბადში აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ aljazeera იუწყება.

„წინა ხელისუფლების დროს არა მარტო უთვალთ...

ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტის მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, ფარული ჩანაწერების გავრცელება ეკლესიისა და მთავრობის დაპირისპირებას ისახავდა მიზნად.