მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი შენდება

რაგბის სტადიონი ზუგდიდში

საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი შენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

სამშენებლო სამუშაოები ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა დაათვალიერეს.

მერიის ცნობით, პროექტი ითვალისწინებს 2 მოედნის მშენებლობას, საერთო ჯამში, 4 ტრიბუნით. მოედნის მიმდებარედ დაგეგმილია 60 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაც.