მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფშაველი-აბანო-ომალოს გზა ხევების ადიდების შედეგად ჩაიკეტა

გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამავე ცნობით, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 26-ე, 47-ე კილომეტრზე ადიდდა ხევები, რამაც გამოიწვია ღვარცოფული გამონატანები.

აღნიშნულის გამო, გზის მე-10, 72-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.