რეგიონი

პრემიერ-მინისტრი გორში აღდგომის მშენებარე ტაძარს, გორისა და ატენის და რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტებს ეწვია

პრემიერ-მინისტრი გორში
აღდგომის მშენებარე
ტაძარს, გორისა და ატენის
და რუისისა და ურბნისის
მიტროპოლიტებს ეწვია
1631634590
დაკოპირებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გორში, აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურს ტაძრის სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ გააცნო. პრემიერმა მეუფეს ტაძრის მშენებლობაში მხარდაჭერა აღუთქვა.

გორის აღდგომის სახელობის ტაძრის მშენებლობა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ტაძრის დასკვნითი ნაწილის - გუმბათის და ცენტრალური თაღის მშენებლობა ფონდ “ქართუს” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. სამუშაოების ნაწილი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით და ტაძრის შემოწირულობების საშუალებით შესრულდა.

გორის აღდგომის სახელობის ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაძარი იქნება გორის ეპარქიაში.

პრემიერ-მინისტრი დღესვე, რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობს ეწვია. მეუფემ პრემიერ-მინისტრი დალოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მთავრობის მეთაურმა მეუფე იობს კიდევ ერთხელ დაუდასტურა პატივისცემა და საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა მღვდელმთავრებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, მთავრობასა და ეკლესიას შორის ძალიან ძლიერი და მტკიცე ერთობა არსებობს.

პრემიერ-მინისტრთან ერთად, მეუფეებთან იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე.

ციციშვილის სახელობის
ბავშვთა ახალი კლინიკის
სამედიცინო დირექტორმა,
მაია ჩხაიძემ სატელევიზიო
ეთერში  ბავშვებში გაზრდილ
ინფიცირებაზე ისაუბრა.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები ი...

„კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

1632039410

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

1632041313

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632040609

19 სექტემბერი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღეა. იუბილე ცენტრის დისლოკაციის ადგილზე, ახალქალაქში, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით აღჭურვილი ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632039043

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა და განახლებულ პირობებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632038013
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის თანამ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებსა და ვეტერანებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების...

სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, მსოფლიოში უმდიდრესი ვალტონის ოჯახია, რომელიც უმსხვილეს საბითუმო და საცალო გაყიდვების ქსელს Walmart-ს ფლობს. ოჯახის ქონება ჯამში 238.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩემი ოჯახის ტრაგე...

თბილისში მოკლული ნიკა კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს მიმართავს. იგი მედიისგან ითხოვს არ მოხდეს ფაქტების დამახინჯება და ახალგაზრდას სახელის შებღალვა.

შალვა პაპუაშვილი საია-ს სარჩელზე - ამ სა...

„საია-ს სარჩელის თეორიული დანიშნულება ერთადერთია - არჩევნების დისკრედიტაცია და საბოტაჟი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.