მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ ხორხელში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გარემო

შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

ამჯერად სამელიორაციო სამუშაოები ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ხორხელში გამავალი სისტემა, სადაც ამ დროისთვის 630 მმ-იანი ქსელი იცვლება, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემიდან იკვებება.

წყალსადენის სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვლება დაზიანებული მილსადენის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების საიმედოობას, საგრძნობლად შეამცირებს დანაკარგებს. შედეგად 130 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი.

სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს, დასრულების ეტაპზეა.