რეგიონი

სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ქედაში ახალი საწარმო ამოქმედდა

ქედაში ახალი საწარმო
ამოქმედდა
1627627167
დაკოპირებულია

სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით, ქედის მუნიციპალიტეტში, კომპანიამ „აჭარა თრეიდინგ გრუფი” პოლიეთილენის ყუთების წარმოება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

ამავე ცნობით, საწარმოში 10 ადგილობრივია დასაქმებული. საწარმოს მოსაწყობად 700 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 170,000 ლარი სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებაა.

„სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს შესაფუთი მასალა. სწორედ ამ საწარმოში, მზადდება ის პოლიეთილენის ყუთები, რომლითაც საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გადის ექსპორტზე“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ, რომელიც საწარმოში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერთან ქეთევან ხუციშვილთან და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედ ხელმძღვანელთან ანნა ჩერნიშოვასთან ერთად იმყოფებოდა.

„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრი წყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 30-ზე მეტი პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 5,5 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 3.7 მილიონ ლარზე მეტია.

„სოფლად შესაძლებლობების დივერსიფიკაცია ადგილობრივი ეკონომიკის ზრდისთვის მნიშვნელოვანია. ევროკავშირის დახმარებით, საქართველო შეძლებს შესაბამისი რეფორმების გატარებას და მომავლის სოფლის აშენებას, სადაც ადამიანები სწავლის, დასაქმებისა და ბიზნესის წარმოების მრავალფეროვანი შესაძლებლობებით ისარგებლებენ“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა ქეთევან ხუციშვილმა.

„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

საწარმოში სამუშაო პროცესის გასაცნობად, ასევე იმყოფებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი, პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ მენეჯერი ნოდარ კერესელიძე და პროექტის კოორდინატორი ვახტანგ კონცელიძე.

ფოთისა და ხობის
მიტროპოლიტი გრიგოლი

„ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წი...

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მოსმენებსა და აღნიშნულ ჩანაწერებს სახელმწიფოებრიობის წინაშე დანაშაული უწოდა.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სამონაზვნო და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა, - ამის შესახებ მან წირვის შემდეგ, ქადაგების დროს, მრევლს განუცხადა.

1632046182

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეგრეთ წოდებული კრებსების თემაზე ისაუბრა.

1632042978

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

1632041313

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632040609
ციციშვილის სახელობის
ბავშვთა ახალი კლინიკის
სამედიცინო დირექტორმა,
მაია ჩხაიძემ სატელევიზიო
ეთერში  ბავშვებში გაზრდილ
ინფიცირებაზე ისაუბრა.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს...

„კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

1632039410
ავღანეთში აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლ...

ავღანეთის აღმოსავლეთ ქალაქ ჯალალაბადში აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ aljazeera იუწყება.

„წინა ხელისუფლების დროს არა მარტო უთვალთ...

ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტის მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, ფარული ჩანაწერების გავრცელება ეკლესიისა და მთავრობის დაპირისპირებას ისახავდა მიზნად.

NCDC განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციისკენ მოწოდების შესახებ ბანერებზე ოპოზიციის საწინააღმდეგო პლაკატის განთავსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.