მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სტიქია დასავლეთ საქართველოში - წაღებულია გზები (ვიდეო)

დანგრეული გზები

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში უხვმა ნალექმა სტიქია გამოიწვია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წაღებულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები და ხიდები, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა.

„ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი) წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი- ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფელ საყდართან), ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ხიდი და საავტომობილო გზა. რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ასევე, ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ენგურმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კმ-ზე (კალა-იფარი) რკინა-ბეტონის ხიდს გამოურეცხა მარცხენა ბურჯის საყრდენი.

აღნიშნულ მონაკვეთზეც აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს საავტომობილო

გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე სწავლობენ ვითარებას და ამუშავებენ გეგმას, როგორც სტიქიის სალიკვიდაციო, ისე გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს საავტომობილო მიმოსვლა“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 წყალდიდობა ბათუმში (ფოტო-ვიდეო კოლაჟი)

👉 ბათუმის ახალ რესპუბლიკურში სართული დაიტბორა (ფოტოები)

👉 ოკუპირებულ აფხაზეთში წყალდიდობაა (ვიდეო)