მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სტიქია სოფელ ქობულეთში - ჩამონგრეულია საცხოვრებელი სახლი

სტიქია სოფელ ქონულეთში

სტიქიამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში ვერულიძეების ოჯახი დააზარალა.

სტიქიის შედეგად სოფელ ქობულეთში ვერულიძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად ჩამოინგრა.

როგორც დაზარალებულები ამბობენ, ჩამოწოლილმა მეწყერმა ავეჯი და ტექნიკა მთლიანად გაანადგურა. მათივე თქმით, გასულ წელს ფერდსამაგრი სამუშაოები ჩატარდა.

„შეიძლება უხარისხო იყო, შეიძლება რაღაც დააკლდა. ვერ გეტყვით, მოვლენ და გაარკვევენ ალბათ“, - აცხადებს დაზარალებული.

ამასთან, ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მომხდარს „ფორმულასთან“ საუბარში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფერდსამაგრი სამუშაოების შესრულების ხარისხი არაფერ შუაშია.

„სამუშაოები შესრულებულია ხარისხიანად“, - აცხადებს ქათამაძე.