წყალდიდობაა ბათუმში, წვიმის გამო დატბორილია რამდენიმე ქუჩა.
როგორც PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ძლიერი ნალექით გამოწვეული პრობლემების გამო ამჟამად რამდენიმე ათეული შემთხვევის შესახებ ზარია შესული.
„მოსახლეობის ზარებთან დაკავშირებით აქტიური რეაგირება ხორციელდება სამაშველო სამსახურის მიერ“ - განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა.