რეგიონი

ვარლამ გოლეთიანი: ორი პირობა გვქონდა, რომ აეღოთ ბარიკადები და შეწყვეტილიყო სამუშაოები

რიონის ხეობის მცველი
1623514229
დაკოპირებულია

„რიონის ხეობის მცველის“ ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ რიონის ხეობიდან ბარიკადები უნდა აიღონ, საპოლიციო ძალები ტერიტორიიდან გავიდნენ და პროტესტის მონაწილეები თავდაპირველ ადგილზე დაბრუნდნენ.

„ორი პირობა გვქონდა, რომ აეღოთ ბარიკადები და შეწყვეტილიყო სამუშაოები. ხანგრძლივი შეხვედრა იყო. ნაწილი ამ პირობებისა, შეთანხმდა. ვგულისხმობ ბარიკადების აღებას, საპოლიციო ძალების გასვლას და ჩვენი პროტესტის დაბრუნებას პროტესტის ადგილზე, სადაც აქამდე იყო. ასევე, ვგულისხმობ მონიტორინგს ხეობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენ იქ გადავინაცვლებთ, საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია რა ხდება ხეობაში. ასევე დადგა დაკავებული ბიჭების, ჩვენი თანამებრძოლების საკითხი. პროკურატურის მისამართით იქნება მოწოდება, რომ უნდა გაათავისუფლონ ჩვენი თანამებრძოლები, მათ შორის სამინისტრომაც ჩაინიშნა ეს საკითხი.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია პოტენციური დაკავების საკითხი, რაზე გვაქვს ინფორმაცია. ამ ნაწილშიც დავაყენეთ საკითხი, რომ პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი უნდა შეწყდეს, რომ პროცესმა გადაინაცვლოს დიალოგის მშვიდობიან ფორმატში. ასევე შევთანხმდით, რომ თუ ეს პირობები რომელიც დადგა შემდეგ პარასკევამდე შესრულდება, ისევ შევიკრიბებით და დადგება შემდგომი პირობის განხილვის საკითხი, რაც გულისხმობს უშუალოდ ხეობაში მუშა პროცესის შეჩერებას.

ჩვენთან შეხვედრებზე არასდროს გადაწყვეტილების მიმღები პირები მეორე მხარეს არ არიან ხოლმე, დღესაც იგივე იყო. ბრძანდებოდნენ მინისტრის მოადგილეები, რომელთაც არ შეუძლიათ გადაჭრით გაგვცენ პასუხი კითხვებზე და სხვადასხვა პირობების შესრულებაზე. რასაც დათანხმდნენ, ესეც გასავლელია გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და ამაზე პასუხი უნდა იყოს პარასკევამდე. თუ ეს შესრულდება, ვაგრძელებთ შემდგ პირობებზე მოლაპარაკებას”,- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

იხილეთ აგრეთვე:

ენკა: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „ენკამ“ ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, სიმართლეს არ შეესაბამება

ექიმი ნანა გეგეჭკორი

„თავყრილობები და პრევენციის წესების უგულ...

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი საქართველოში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ პირობებში დიდი თავყრილობები და პრევენციის წესების უგულებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა.

1628003327

პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რეგიონალური გამოწვევების წინაშე, ჩვენი ერთადერთი გზა პოლარიზაციის საბოლოოდ დასრულებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628010128

„დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა ვაქცინაციაზე გადის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628009494

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

1628007869

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

1628005921
თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში
ავარიული სახლის
გამაგრება მიმდინარეობს

თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიული სახლის...

დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიულ საცხოვრებელ სახლს ამაგრებს, რომელშიც 56 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გივი მიქანაძე: არანაირი საფუძველი არ გვა...

„არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვენდოთ შედეგებს, რომელიც IRI-ის დაკვეთით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულმა კომპანია IPM-მა განახორციელა“, - განაცხადა „რუსთავი-2-ის“ ეთერში უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.

„სააკაშვილის ხელისუფლების დროს მითხრეს,...

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, წინა ხელისუფლების დრო მას უშიშროების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მის მოსმენას აპირებდნენ.

„ჩემთვის ამ ციფრებს არანაირი მნიშვნელობა...

ექსპრემიერი გიორგი გახარია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო კვლევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა მოქალაქეებთან შეხვედრაა.