რეგიონი

ზუგდიდში ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდში ინფრასტრუქტურის
მოწყობა აქტიურად
მიმდინარეობს
1623085844
დაკოპირებულია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნაცატუს ადმინისტრაციულ ერთეულში, 1300 გრ/მ საავტომობილო გზაზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოების პროცესს ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.

როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის პრიორიტეტად რჩება, სოფლებში პირველადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მისი განახლება და გათანამედროვება, რათა სოფლად მცხოვრებლებს შეეძლოთ მარტივად გადაადგილება, ჰქონდეთ სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ყოველივე ეს აისახება მათ, როგორც სოციალურ ისე ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ნაცატუს უახლოეს მომავალში საკვანძო, პირველადი ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული ექნება. საავტომობილო გზასთან ერთად სოფელში მოწყობილია წყალმომარაგების ქსელი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობას შეძლებენ.

მერიის ცნობით, ნაცატუში, გზის სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოყოფილია 300 000 ლარი და მას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს.

ავსტალიის მოქალაქე შანაი
ბრუკი თბილისში
გარდაცვლილი იპოვეს

შსს ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებაზე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე , 31 წლის შანაი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ავრცელებს.

1627744552

საფრანგეთის დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით 150 ათასამდე ადამიანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ისინი ე.წ „ჯანმრთელობის საშვს" აპროტესტებენ. ამის შესახებ france24.com იუწყება.

1627743626

„ამ შარლ მიშელმა პილატესავით დაიბანა ხელი, არაფრის მთელი განცხადებები გააკეთა და წავიდა ევროპაში. რას ნიშნავს ეს?“, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

1627738388
ფასიანი მომსახურება
სოჭის პლაჟზე

სოჭის პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია (ვიდ...

სოჭის კერძო პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია. პლაჟზე შესაბამისი ინფორმაციაა გამოქვეყნებული, სადაც სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად „წყალზე სამაშველო ოპერაციის“ ფასიც არის მითითებული. ის 800 რუსულ რუბლს (34 ლარს) შეადგენს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

1627729488
„დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთში მასობ...

მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასია...

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.