რეგიონი

ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდში სპორტული
კომპლექსის მშენებლობა
აქტიურად მიმდინარეობს
1632137800
დაკოპირებულია

ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი ჩიქოვანმა დაათვალიერეს.

როგორც კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, სპორტული კომპლექსი აერთიანებს როგორც წყლის მიმართულებებს, ისე სპორტის სხვადასხვა სექციებს, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

სპორტკომპლექსის მნიშვნელობაზე ისაუბრა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში.

„დღეს ჩვენ მოვინახულეთ სპორტული კომპლექსის მშენებლობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი. უმნიშვნელოვანესია იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან მასშტაბური ინვესტიციაა განხორციელებული სახელმწიფოს მხრიდან. ასევე, ეს იქნება მიზიდულობის ცენტრი როგორც ამ უბნისთვის, ისე მთლიანად ქალაქისთვის. ეს ცენტრი ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობებით დაკავდნენ. ვთვლი, რომ ამ ობიექტის გახსნის შემდეგ, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ჩართულობა გვექნება,“ – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

პროექტის ფარგლებში აშენდება დიდი და მცირე საცურაო აუზები, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზები, მოეწყობა გასახდელები, საშხაპეები, როგორც სპორტსმენებისთვის, ისე მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის.

გათვალისწინებულია ყველა ის სამუშაო ოთახი, სივრცე და ტექნიკური სათავსი, რაც კომპლექსის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. განთავსდება ღია კაფე, პატარა მაღაზია და საკონფერენციო დარბაზი.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 11.3 მილიონი ლარია.

სახალხო დამცველი

„ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდ...

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხელისუფლება პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„არ მაინტერესებს ოპონენტის გეგმები, ჩემთვის მნიშვნელოვანია თბილისელებს ავუხსნა, როგორ ვგეგმავ თბილისის განვითარებას. ხვალიდან დავიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1634487065

„სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

1634486513

პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე საყოველთაო შერიგების იდეასთან დაკავშირებით ისაუბრა.

1634485859

პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტს აფასებს.

1634482770
დაპირისპირება ეთერში

„შენ, ნიკა მელიამ და სააკაშვილმა დათხარეთ თვა...

ჟურნალისტმა ირაკლი წულაიამ სატელევიზიო ეთერში „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა და 20 ივნისის მოვლენებში მთავარ დამნაშავედ მოიხსენია.

გიორგი ხანიშვილი იმერეთში აზიურ ფაროსანა...

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები შეაჯამეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გადაწყვეტილები...

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფ...

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.