მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დედისა და მამინაცვლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მოსამართლე ბრალდებული დედისა და მამინაცვლის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე მსჯელობს.

ბრალდებულის ადვოკატი მუხრან ღურწკაია აცხადებს, რომ საქმე შეთითხნილია და ბრალდების მხარეს წამების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აქვს.

„ბრალდების მხარეს, წამების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მათ შორის ბავშვის ჩვენება. ბავშვს ჩვენება მიცემული აქვს სამართლებრივად, რომელიც დაწერილია და შემდეგ მოაწერინეს ხელი, რომელსაც საქმის არსებითი განხილვის დროს ვერ დაადასტურებს“, - აღნიშნავს უფლებადამცველი.

შეგახსენებთ, რომ 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დედას და მამინაცვალს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ წამების მუხლით ედებათ, რაც 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულები 19 ივნისს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დედა და მამინაცვალი არასრულწლოვანს დასჯის მიზნით სისტემატურად აწამებდნენ.