მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მძიმე მდგომარეობაშია

ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმეა. ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, სასულიერო პირი მასთან შეხვედრაზე ე.წ. საკაცე საშუალებით შემოიყვანეს. ფანცულაია აცხადებს, რომ დეკანოზს ე.წ. საკაცე საშუალებიდან დამოუკიდებლად გადაჯდომის უნარი არ აქვს.

„ეტლითაც ვერ გადაადგილდება. ჩამოიყვანეს ე.წ. საკაცე საშუალებით დამხმარე პერსონალმა. ამ ადამიანს გადაჯდომის უნარიც არ აქვს, შემდგომ, როცა დამთავრდა შეხვედრა ისევ საკაცით აიყვანეს კამერაში.

ასეთ მდგომარეობაში როგორ შეიძლება სახელომწიფომ დაუშვას, რომ მას შეუძლია საკუთარ თავს მიხედოს სამარტოო საკანში. მიმართული გვაქვს სტრასბურგისა და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, მაგრამ სანამ იქიდან პასუხები მოვა ამ ადამიანის მდგომარეობა ფატალური არ უნდა გახდეს“, - განაცხადა „მთავარის“ ეთერში ფანცულაიამ.

ინფორმაციისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძე საქართველოს სამივე ისტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 9 წლით განუსაზღვრა.