მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აგარაში ამბულატორია გაქურდეს

ქურდობა

 ქარელის მუნიციპალიტეტ აგარაში პოლიკლინიკა გაქურდეს.

კლინიკის თანამშრომლის თქმით, წაღებულია 800 ლარამდე ღირებულების ლეპტოპი.

ქურდობის შესახებ დილით შეიტყვეს, როდესაც თანამშრომლები სამსახურში მივიდნენ და შემდეგ პოლიციას შეატყობინეს.

შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.