სამართალი

საქართველოს პროკურატურაში თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნივთიერი მტკიცებულებების საცავი გაიხსნა

აქართველოს პროკურატურაში
თანამედროვე ტიპის,
საერთაშორისო
სტანდარტების მქონე
ნივთიერი მტკიცებულებების
საცავი გაიხსნა
1628092994
დაკოპირებულია

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნივთიერი მტკიცებულებების საცავი გაიხსნა, რომელიც საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით მოეწყო და პროკურატურაში მიმდინარე საქმეებზე პროკურატურის ხელთ არსებული/ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების ცენტრალიზებულ აღრიცხვა-შენახვას უზრუნველყოფს.

ნივთიერი მტკიცებულებების საცავი საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები, აშშ-ს იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ს საელჩოს, პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩემთვის დიდი პატივია ნივთიერი მტკიცებულებების საცავის გახსნის ღონისძიებაზე დასწრება. როგორც იურისტს მესმის მტკიცებულების მნიშვნელობა საგამოძიებო ეტაპზე და ასევე, სასამართლო პროცესისთვის მომზადების დროს. საცავი უზრუნველყოფს მტკიცებულებების უსაფრთხოებას და კარგად დაცულობას, რაც გამოძიების შედეგისადმი ნდობას მნიშვნელოვნად ამყარებს. ჩემთვის ცნობილია, რომ შეზღუდული რესურსების მიუხედავად, თქვენ რესურსები გამოყავით აღნიშნული საცავის ასაშენებლად, რაც თქვენს პროფესიონალიზმზე და გამოძიების შედეგებისადმი საზოგადოების ნდობის მეტად ამაღლებისკენ სწრაფვაზე მიუთითებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მტკიცებულებების საცავი საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა აშშ-ში ვიზიტის, საუკეთესო პრაქტიკის და მიღებული გამოცდილების გაზიარების შედეგია. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მომეცით შესაძლებლობა თქვენთან ერთად ვყოფილიყავი ამ ახალი საცავის დათვალიერების და გახსნის დროს, რომელიც უფრო ამაღელვებელი იყო, ვიდრე ველოდი“ - აღნიშნა აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა აშშ-ს ელჩს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას წინ უძღოდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გასცნობოდნენ ამერიკული მხარის გამოცდილებას.

ნივთიერი მტკიცებულებების საცავი სპეციალური ინვენტარით არის აღჭურვილი, სადაც სხვადასხვა სახის, მათ შორის ქიმიური და ბიოლოგიური შემადგენლობის მქონე მტკიცებულებები განთავსდა.

საცავი აღჭურვილია უსაფრთხოების კამერებით, დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით; მტკიცებულებების საცავს გააჩნია მისაღები ოთახი, პერსონალის ოთახი, ბიოლოგიური ნივთების საცავი, ცეცხლსასროლი იარაღის საცავი და მთავარი საცავი. მისაღებ ოთახში პროკურატურის თანამშრომლებს მტკიცებულებათა მასალების უნიკალური შტრიხკოდის ქვეშ, სპეციალურ პროგრამაში დარეგისტრირება შეუძლიათ. ბიოლოგიური ნივთების საცავი განკუთვნილია ისეთი ბიოლოგიური მასალისთვის, როგორიცაა სისხლი, თითის ანაბეჭდები და ა.შ., რომლებიც სპეციალურ ტემპერატურულ დამუშავებას საჭიროებენ. ცეცხლსასროლი იარაღის საცავი განკუთვნილია ყველა სახის ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი ნივთიერებებისთვის, რომლებიც სპეციალურ უსაფრთხოების ყუთებში ინახება. მთავარი საცავი განკუთვნილია ყველა სახის მტკიცებულების მასალისთვის და ასევე, აღჭურვილია სამუშაო მაგიდებით, სადაც საჭიროების შემთხვევაში მტკიცებულებათა ნივთები გაიხსნება, შეიფუთება, შემოწმდება და ა.შ. ასევე, ნივთიერი მტკიცებულებების საცავს გააჩნია სპეციალური მომსახურების ლიფტები და ცალკე შესასვლელი კარი დიდი ზომის და წონის ნივთების გადასატანად.

ნივთიერი მტკიცებულებების საცავი საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობაში მოეწყო. ასევე პროექტის თანახმად, მტკიცებულებათა საცავები საქართველოს ყველა დიდ ქალაქებში მდებარე პროკურატურის შენობებშიც გაიხსნება.

17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტებისას მხარეებისგან მოვისმინე, რომ იყო რუკების და ტყვეების პრობლემა, შუამავლის როლის შესრულების ინიციატივა ჩემს თავზე ავიღე, ჩემივე ინიციატივით მოხდა ამერიკელი კოლეგების ჩართვაც, ფილიპ რიკერის ვიზიტი ამ ინიციატივის გამოძახილი იყო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914078

„ჩვენ ვიყავით მართლაც გამორჩეული ერი და გამორჩეული ჯარი, როდესაც ჩართული ვიყავით ავღანეთის მისიაში; აქვე მინდა, მწუხარებით აღვნიშნო, რომ ჩვენი 32 გმირი დაიღუპა ავღანეთში, ძალიან ბევრი დაიჭრა, დიდება ჩვენს გმირებს და მათ ოჯახებს მინდა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო ჩვენი სრული სოლიდარობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631913500

„ბევრ პრობლემაზე და შეუსრულებელ საქმეზე ხშირად მიწევს განმარტების გაკეთება. ერთს შევახსენებ ყველას და თავს არ ვარიდებ, 4 წელი მე არ ვიყავი პოლიტიკაში, თანამდებობიდან წავედი 2015 წლის დეკემბერში, 2016-2017-2018 და 2019 წლის სექტემბერში დავინიშნე თავდაცვის მინისტრად. რაც გავაკეთე ჯარში ყველამ ნახეთ, ვიმუშავეთ ბევრი. რაღაც პრობლემები, რაც მოუგვარებელი იყო, მათ შორის მეგის ქარდავას ჩამოყვანა და ა.შ. აღარ მინდა გავაგრძელო, ამაზე მე არ ვიღებ პასუხისმგებლობას, ვაცხადებ ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად მინდა, რომ ეს განვაცხადო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631912987

„პლაგიატობა, ანუ ყვარყვარიზმი გაუგია გახარიას რა არის? სხვისი გაკეთებულის მიკუთვნება და მისაკუთრება“, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოში ვაქცინები მისი პრემიერ-მინისტრობის დროს გაფორმებული კონტრაქტების შესაბამისად შემოვიდა.

1631912482
თავდაცვის უწყების
ხელმძღვანელი

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე - შარიანი ბავშვ...

„ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე - შარიანი ბავშვები თქვენ თუ გინახავთ ბავშვობაში, უბანში, მეზობლად, როდესაც აგებს ყოველთვის, მაგრამ ჟინიანობს, არ აღიარებს შედეგებს, მანამ სანამ არ მოიგებს და ვერ მოიგებენ, იმიტომ, რომ ხალხი არ დაუშვებს ამას - აგებენ და წააგებენ ყოველთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი დავით კეზერაშვილზე -...

„თავდაცვის სამინისტროდან ათეულობით მილიონი დოლარი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ არის გადარიცხული და დღემდე არსებობს 300 მილიონამდე ოფშორული კომპანიების დებიტორული დავალიანებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი 5 ივლისის საქმეზე - ჩ...

„ჩვენ ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო, თუ ადამიანს არ უმტკიცდება დანაშაული და მის განცხადებასა და მოწოდებაში არ იკვეთება კანონდარღვევა, როგორ დავაკავებთ?!“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისის საქმის გამოძიების შეფასებისას განაცხადა.

კახა კალაძე აიღებს ორჯერ მეტ ხმას, ვიდრე...

„კახა კალაძე აიღებს ორჯერ მეტ ხმას, ვიდრე ნიკანორ მელია და ნიკანორ მელია აიღებს ორჯერ მეტ ხმას ვიდრე გიორგი გახარია. მერობის კანდიდატი მესამე ადგილისთვის, რომ იბრძვი აპრიორი, ოლიმპიადაა თუ რა არის? ბრინჯაოს მედლისთვის რატომ უნდა იბრძოლო ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობას გამოეხმაურა.