სამართალი

ალექსანდრე დარახველიძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში კიბერდანაშაულთან ბრძოლის თემაზე ტრენინგი გახსნეს

ალექსანდრე დარახველიძემ
და ჩეხეთის რესპუბლიკის
ელჩმა შინაგან საქმეთა
სამინისტროს აკადემიაში
კიბერდანაშაულთან ბრძოლის
თემაზე ტრენინგი გახსნეს
1632293507
დაკოპირებულია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დაიწყო ორდღიანი სწავლება, თემაზე - „კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტრენინგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა - პეტრ მიკისკამ გახსნეს.

სწავლების გახსნით ღონისძიებას ასევე დაესწრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი - ივანე პაპიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი - ეკატერინე მაჭავარიანი.

ალექსანდრე დარახველიძემ და პეტრ მიკისკამ ტრენინგის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.

სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება. ტრენინგს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მომუშავე ოთხი ჩეხი ექსპერტი უძღვება.

სასწავლო კურსის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კიბერუსაფრთხოების კუთხით უწყებათშორისი თანამშრომლობა, ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და ამ მიმართულებით მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობა.

ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მათ შორის ფიზიკური მომზადების დარბაზი და ტირი. პეტრ მიკისკა, ასევე, დაესწრო სიმულაციურ სწავლებას.

სწავლების მთავარი მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და ჩეხური მხარის გამოცდილების გაზიარება. სამომავლოდ დაგეგმილია ქართველი ექსპერტების საპასუხო ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში.

სახალხო დამცველი

„ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდ...

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხელისუფლება პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„არ მაინტერესებს ოპონენტის გეგმები, ჩემთვის მნიშვნელოვანია თბილისელებს ავუხსნა, როგორ ვგეგმავ თბილისის განვითარებას. ხვალიდან დავიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1634487065

„სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

1634486513

პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე საყოველთაო შერიგების იდეასთან დაკავშირებით ისაუბრა.

1634485859

პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტს აფასებს.

1634482770
დაპირისპირება ეთერში

„შენ, ნიკა მელიამ და სააკაშვილმა დათხარეთ თვა...

ჟურნალისტმა ირაკლი წულაიამ სატელევიზიო ეთერში „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა და 20 ივნისის მოვლენებში მთავარ დამნაშავედ მოიხსენია.

გიორგი ხანიშვილი იმერეთში აზიურ ფაროსანა...

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები შეაჯამეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გადაწყვეტილები...

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფ...

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.