მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე გამოკითხვაზე გადაიყვანეს

„ერთობა რაონა, იმედის“ წევრი

„ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ამასთან, ჩხრეკა მიმდინარეობს მახარაძის, კონსტანტინე მორგოშიას და გურამ ფალავანდიშვილის სახლში.

საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ სხვადასხვა მისამართებზე მიმდინარეობს და ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.

ინფორმაცისთვის, 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, შესაძლებელია ითქვას, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით დაიღუპა.

ამავე თემაზე:

🔴 გურამ ფალავანდიშვილის და „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

🔴 „გეი პრაიდი კი არა, ვერანაირი სექსუალური ორიენტაციის ადამიანები ვერ გამოვლენ“ - კონსტანტინე მორგოშია