მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ არის გამორიცხული დავით გარეჯის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი გამოიკითხოს“ - პროკურორი

პროკურორი მიხეილ სადრაძე

დავით გარეჯის საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს დავალების გამცემი პირების დადგენა, რისთვისაც საქმესთან შეხებაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხება.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული მიხეილ სააკაშვილი გამოიკითხოს.

„მთავარი აქცენტი ამ გამოძიების იცით, რომ არის დავალების გამცემი პირების დადგენისთვის საჭირო აქტიური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე, რომ ყველა პირი გამოიკითხება, ვისაც შეხება აქვს და ეს ბუნებრივია შესაძლოა იყოს სააკაშვილი.

ზოგადად, მაგ შინაარსის ინფორმაცია დოკუმენტურადაც არის დაფიქსირებული, მათ შორის ბრალდებულების მიერ შედგენილ დოკუმენტაციაში“, - აღნიშნა მიხეილ სადრაძემ.

ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალად ედებათ, აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელება, ზემდგომი პირის დავალებით.

საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.