მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბადრი ესებუა საქართველოშია, მას ქვეყანა არ დაუტოვებია“- ვახტანგ გომელაური

ბანკზე სავარაუდო თავდამსხმელი

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს ბადრი ესებუას ძებნის საკითხზე. ეს ჩვენთვის ღირსების თემაა ასეთი რამ დიდი ხანია არ მომხდარა“, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება და მიმდინარეობს აღნიშნულ თემაზე მუშაობა.

„ვმუშაობთ ამაზე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დღეს და ხვალ მოხდება, სახუმარო თემა არაა 34-35 ადამიანი ჰყავდა აყვანილი მძევლად და მე ვარ ის, ვისაც ყველაზე მეტად უნდა ამ ადამიანის დაკავება და პასუხისმგებლობაში მიცემა. ესაა შსს-ს ღირსების საქმე.

შეიძლება ჰგონია ხალხს, რომ ჩვენ არ გვინდა ან ხელს ვუწყობთ ან „ ვმალავთ“, ეს ბრჭყალებში, ვმუშაობთ ამ თემაზე და ჩვენი ინფორმაციით, ის იმყოფება საქართველოში. ესებუას არ დაუტოვებია ქვეყანა, იმედია, სწორი ინფორმაციაა და ვეყრდნობით ამ წყაროს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანით, 3 მძევლის თანხლებით, დატოვა.

იხილეთ აგრეთვე:

✅რამდენ წლიანი პატიმრობა ემუქრება ბადრი ესებუას?

✅ბადრი ესებუას ძმას ბრალი წარუდგინეს - ის დანაშაულს არ აღიარებს

✅„სად არის ბადრი ესებუა? ეს არის კითხვა, რომელიც გომელაურის თავს „დამოკლეს მახვილივით“ არის ჩამოკიდებული“ - ელისაშვილი