სამართალი

ბადრი ესებუას ძმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს

შსს, საპატრულო
1603729642
დაკოპირებულია

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა საცხოვრებელი სახლიდან გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. როგორც ბრალდებულის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან ამბობენ, მათთვის უცნობია სად იმყოფება ბადრი ესებუა.

ადგილზე მისულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაც, რომელიც სავარაუდოდ ესებუას ოჯახის წევრებს დასჭირდა.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამნინისტრომ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბანკზე თავდასხმაში სავარაუდო დამნაშავე ყოფილი სამხედრო პირი ბადრი ესებუაა.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანით, 3 მძევლის თანხლებით, დატოვა.

„ჩვენი შვილებისა და
შვილიშვილების დაცვის
ერთადერთი შესაძლებლობაა
ოჯახის წევრების
ვაქცინაცია“

„პირებს, რომელთაც ვაქცინის პირველ დოზაზე...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ადამიანებს რომელთაც კორონავირუსის ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, განსხვავებული ტიპის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცეთ.

1627587122

სოციალურ მეწარმეობაზე საუბრისას ხშირად გაიჟღერებს მოსაზრება, რომ ის ქველმოქმედებას უნდა ემსახურებოდეს, თუმცა, სინამდვილეში სოციალური საწარმო ბიზნესია საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობით.

1627630464

„განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ხარისხიანი განათლების განვითარებას და მიწოდებას ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

1627630089

„ჩვენი მთავარი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი, თავშივე გულისხმობს იმას, რომ განათლების დონით უნდა მივუახლოვდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განათლების ხარისხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

1627629935

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 126 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 775 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 351 PCR ტესტით.

1627629525
გერმანიაში შესვლის
წესები გამკაცრდა

კორონავირუსის ტესტი გერმანიაში ნებისმიერი ტრა...

კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხი გერმანიაში შესასვლელად 1 აგვისტოდან სავალდებულო ხდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ჩუღურეთის რაიონში დასასვენებელი სივრცე მ...

ჩუღურეთის რაიონში, ცოტნე დადიანის N7-ში, 1 600 კვადრატულ მეტრზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სოხუმი საქართველოს სამხედრო აქტივობის სა...

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების სამხედრო აქტივობით შეშფოთებას გამოხატავს. ასე გამოეხმაურა დე ფაქტო უწყება საქართველოში საერთაშორისო წვრთნების, Agile Spirit 2021 ჩატარებას. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

1627622462
სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში ითამაშებს

სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში ითამაშებს. ქართველი კალათბურთელის ახალი გუნდი კი მოქმედი ჩემპიონი „მილუოკი ბაქსია“! დრაფტზე მამუკელაშვილი 54-ე ნომრად „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია, მაგრამ ბითაძის გუნდმა ის „მილუოკი ბაქსს“ გაუცვალა.