მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმის გეზში სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა

არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ბათუმი“, კანონდარღვევის 2 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, სხვადასხვა კომპანიების მიერ, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციებს, რისკების მართვის პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, დეკლარაციებისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმების შედეგად, საქონელზე წარმოშობის სერტიფიკატების არასწორად გამოყენებით, შემცირებული იქნა გადასახადი, საერთო ჯამში - 25 703.94 ლარის ოდენობით“ - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ერთ-ერთ კომპანიას სანქციის სახით, ჯარიმა - 13 498.02 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო მეორე კომპანია 12 205.92 ლარით დაჯარიმდა.