მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩემთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთავს“ - ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული

პლატფორმა ფიდსის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე

პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე ამბობს, რომ მისთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთავს.

„ჩემთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთავს“ - ეს არის აკო ჭელიძის გზავნილი საპატიმროდან. კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულის გზავნილს „რუსთავი 2“ ავრცელებს.

აკო ჭელიძე კატეგორიულად უარყოფს შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას და განზრახ მკვლელობის ბრალზე დუმილის უფლებას იყენებს.

კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული ჭელიძე სამარტოო საკანში იმყოფება და მის უფლებებს კერძო ადვოკატი დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

🔴 ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

🔴 ნიკა კვარაცხელიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს

🔴 „გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩემი ოჯახის ტრაგედიით, არ დამიმახინჯოთ ფაქტები“ - ნიკა კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს (ვიდეო)