მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩოხატაურში ავარია მოხდა - არიან დაშავებულები

არ გადაკვეთო

ჩოხატაურში ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ხევში ჩავარდა.

შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.