მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაჩქარებულად და დარღვევებით წარიმართა, პოლიტიკურ შეთანხმებას ჰგავს“ - მეგის ქარდავას ადვოკატი ექსტრადირებაზე

ადვოკატი

მეგის ქარდავას ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილი განცხადებით, მსჯავრდებულის ექსტრადირების საქმე პოლიტიკურ შეთანხმებას ჰგავს, რადგან პროცესი დაჩქარებულად და დარღვევებით წარიმართა.

მისი თქმით, ექსტრადირება თავშესაფრის საკითხის გადაწყვეტამდე განხორციელდა, რაც ევროკონვენციის დარღვევაა.

„ძალიან დაჩქარებულად და საკმაო დარღვევებით წარიმართა, რადგან თავშესაფართან დაკავშირებით დღემდე არ არის მიღებული გადაწყვეტილება, რაც ასეთ შემთხვევაში აკრძალულია ევროკონვენციით. სანამ არ გადაწყდება თავშესაფრის საკითხი, მანამდე არ შეიძლება ადამიანის ექსტრადიცია, ჩვენი კანონმდებლობითაც ასეა და ამის გვერდის ავლით განხორციელდა ყველაფერი.

გარდა ამისა, გავრცელდა გაეროს აკრძალვა, რის მიუხედავადაც მოხდა ექსტრადირება. პოლიტიკური საკითხია და პოლიტიკურ შეთანხმებას ჰგავს ძალიან“, - აღნიშნა უფლებადამცველმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირება განხორციელდა.

მეგის ქარდავამ საქართველო 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვა.

ქარდავას სისხლის სამართლის 11 საქმეზე წარედგინა ბრალდება. ამასთან, სასამართლომ 5 საქმეზე ქარდავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იგი, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის დროს, ორჯერ დააჯილდოვა.