მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით კოდუას პატიმრობა შეეფარდა

დავით კოდუა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით კოდუას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარემ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა და ალტერნატივის სახით გირაო მოითხოვა, თუმცა, მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულმა დავით კოდუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაძაბულობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

პროკურატურამ ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დავით კოდუას ბრალი 13 აპრილს წაუყენა.

აგრეთვე იხილეთ:

📌ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

📌დღეს სასამართლო ბიზნესმენ დავით კოდუას საქმეზე იმსჯელებს