მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან კომპანიებისთვის დასაქმებულთა სამუშაო საათების აღრიცხვა სავალდებულო ხდება

სამუშაო საათების აღრიცხვა

დღეიდან კომპანიები ვალდებული იქნებიან დასაქმებულთა სამუშაო საათები ზუსტად აღრიცხონ. 

ახალი წესის თანახმად, კომპანიაში დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაო დრო და გაცდენები სპეციალურ ფორმაში იქნება აღრიცხული. აღრიცხვის ფორმის წარმოება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ასევე, ელექტრონული ფორმით.

დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო დღეს წერილობით ან ელექტრონულად აღრიცხოს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი დრო და სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია.

ბრძანებულების თანახმად, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში ინფორმაცია აისახება ერთჯერადად, ყოველი თვის ბოლოს ან/და პერიოდულად, მთელი თვის განმავლობაში.

ამავდროულად, დასაქმებული უფლებამოსილია დამსაქმებლისგან მოითხოვოს მის მიერ ნამუშევარი საათების აღრიცხვის დოკუმენტ(ებ)ის გაცნობა.

დასაქმებულთა სამუშაო საათების აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების წესის დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

აგრეთვე იხილეთ:

დღეიდან საჯარო და კერძო ბაღები მუშაობას განაახლებენ

სპორტული დარბაზები მუშაობას 15 მარტიდან განაახლებენ

უმაღლესი სასწავლებლები აუდიტორიებში სწავლას 15 მარტიდან გაანახლებენ

დღეიდან ბათუმში რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ